2020 წელს ფორმულა 1-ის ჩემპიონატში 22 რბოლა გეგმება
2020 წელს ფორმულა 1-ის ჩემპიონატში 22 რბოლა გეგმება

ფორმულა 1-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩეიზ კერიმ “სამეფო რბოლების” სხვა მნიშვნელოვან ფიგურებთან ერთად 27 ივლისს მომავალი სეზონის გეგმები განიხილა. როგორც გაზეთი The Sun იტყობინება, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობა ცდილობს დაიყოლიოს გუნდები – 2019 წელს ჩაატარონ 22 გრანპრი.

ვარაუდობენ, რომ 2020 წლის სეზონში კალენდარში ჩაჯდება ვიეტნამისა და ჰოლანდიისეტაპები. ტრასები ჰანოიში და ზანდვორტში სრულად უნდა იყოს მზად მომავალ სეზონში რბოლების გასამართად.

წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის კალენდრიდან გაქრება გერმანიისა და ესპანეთის ეტაპები, მაგრამ ახალი ინფორმაციით, ბარსელონას რბოლის ორგანიზატორებს ახალ ერთწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ, რითაც ახალ სეზონში ეტაპების საერთო რაოდენობა 22-მდე გაიზრდება, რაც ერთით მეტია მიმდინარე სეზონზე.