2020 წელს „ფერარიში“ ორივე პილოტი თანაბარ პირობებში იქნება
2020 წელს „ფერარიში“ ორივე პილოტი თანაბარ პირობებში იქნება

„ფერარის“ ხელმძღვანელმა მატია ბინოტომ განაცხადა, რომ მისი გუნდის პილოტები – მონაკოელი შარლ ლეკლერი და გერმანელი სებასტიან ფეტელს 2020 წლის ჩემპიონატში გამოსვლას თანაბრ პირობებში დაიწყებენ. გასულ სეზონში ლეკლერმა 24 ქულით მოუგო ფეტელს, რომელიც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია, თავად მონაკოელი კი მხოლოდ მეორე სეზონს ატარებდა ფორმულა 1-ში.

„როცა ჩვენ ჩავალთ ავსტრალიაში 2020 წლის პირველ ეტაპზე, ჩვენ გუნდში არ გვეყოლება პირველი პილოტი“, – თქვა ბინოტომ.

გასულ სეზონში, ლეკლერმა მოიგო ბელგიისა და იტალიის ეტაპები, კიდევ ექვსჯერ ავიდა პოდიუმზე, შვიდჯერ მოიპოვა პოული და საერთო ჩათვლაში მეოთხე პოზიციაზე გავიდა.