2020 წელს დიდი შვიდიანის სამიტს დონალდ ტრამპი საკუთარ გოლფის კურორტზე უმასპინძლებს

23:08, 17.10.2019

2020 წელს დიდი შვიდიანის სამიტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაიამისთან ახლოს, საკუთარ გოლფის კურორტზე უმასპინძლებს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

სამიტი 2020 წლის 10-12 ივნისს ჩატარდება.

საფრანგეთში დიდი შვიდიანის სამიტზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ შესაძლებლობას განიხილავდა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ის სარგებელს ვერ მიიღებდა.

მსგავსი