2020 წელს ჩინეთში საჩოგბურთო ტურნირები არ გაიმართება
2020 წელს ჩინეთში საჩოგბურთო ტურნირები არ გაიმართება

მამაკაცთა და ქალთა პროფესიულმა ტურებმა 2020 წელს ჩინეთში გასამართი ყველა საჩოგბურთო ტურნირის გაუქმების შესახებ გამოაცხადეს. გადაწყვეტილება მიიღეს ჩინეთის სპორტის მთავარი სამმართველოს ბრძანების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, წლის ბოლომდე ქვეყანაში აიკრძალა ყველანაირი საერთშორისო სპორტული ტურნირი.

ასე რომ, ჯამში გაუქმდა 11 ტურნირი: ოთხი მამაკაცების და შვიდი – ქალების, მათ შორის, WTA-ის წლის შემაჯამებელი ჩემპიონატი შენჟენში.

„ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ იმით, რომ უმაღლესი კატეგორიის ტურნირები ჩინეთში წელს არ გაიმართება. მაგრამ პატივს ვცემთ მიღებულ გადაწყვეტილებას და შევეცდებით ჩინეთში მომავალ წელს დავბრუნდეთ,“ – განაცხადა WTA-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ საიმონმა.

ჩოგბურთში ოფიციალური ტურნირები მარტის შემდეგ შეჩერებულია.