2019 წლის საუკეთესო მებრძოლი ხორხე მასვიდალია
2019 წლის საუკეთესო მებრძოლი ხორხე მასვიდალია

ჟურნალმა „ფორბსმა“ 2019 წლის საუკეთესო მებრძოლი დაასახელა და ეს მათი ვერსიით წარმოშობით კუბელი ამერიკელი ხორხე მასვიდალია, რომელსაც, უნდა ითქვას, მართლაც შთამბეჭდავი წელი ჰქონდა.

ხორხემ ჯერ დარენ ტილი გაუშვა ნოკაუტში, შემდეგ ბენ ასკრენი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი (5 წამი) ნოკაუტით დაამარცხა, ბოლოს კი „ყველაზე ცუდი ბიჭის“ ქამრისთვის დაპირისპირებაში ნეიტ დიაზს სძლია.

აქედამ გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ხორხემ ეს ჯილდო დაიმსახურა.