2019 წლის NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
2019 წლის NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის ძირითადი ხუთი კალათბურთელის ვინაობა ცნობილია. 24-ვე „ოლ სტარი“-ს ვინაობას 31 იანვარს შევიტყობთ. წელს ყველა ვარსკვლავის შეხვედრა შარლოტში შედგება. გუნდები ლებრონ ჯეიმსისა და გიანის ანტეტოკუნმპოს კაპიტნობით გავლენ პარკეტზე, რადგაც ამ ორმა კალათბურთელმა ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.

დიდ სიურპრიზად შეიძლება ჩაითვალოს ვოკერის სასტარტო ხუთეულში დანახვა, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ „შარლოტის“ გამთამაშებელი შესანიშნავ სეზონს ატარებს. სასტარტო ხუთეულები კი ასე გამოიყურება.

აღმოსავლეთის ხუთეული

გიანის ანტეტოკუნმპო
კაირი ირვინგი
კავაი ლეონარდი
ჯოელ ემბიდი
კემბა ვოკერი

დასავლეთის ხუთეული

ლებრონ ჯეიმსი
კევინ დიურანტი
პოლ ჯორჯი
ჯეიმს ჰარდენი
სტეფ კარი

სასტარტო ხუთეულის მოთამაშეები რა თქმა უნდა აღმოსავლეთის და დასავლეთის გუნდებად არ დაიყოფიან, რადგან ხელმძღვანელობამ სისტემა შეცვალა, თუმცა ეს 10 კალათბურთელი აუცილებლად დაიწყებს მატჩს ძირითად შემადგენლობაში, როგორც არ უნდა გადანაწილდნენ გუნდები