2019 წლის კოპა ამერიკაზე ჩინეთი, ყატარი და იაპონია ითამაშებენ
2019 წლის კოპა ამერიკაზე ჩინეთი, ყატარი და იაპონია ითამაშებენ

სამხრეთ ამერიკის მთავარი საფეხბურთო ტურნირი – კოპა ამერიკა გეოგრაფიას აფართოებს.

2019 წელს ტურნირი ბრაზილიაში გაიმართება და პირველად ისტორიაში, მასში მონაწილეობას 16 ნაკრები მიიღებს.
სამხრეთ ამერიკის რეგიონის ქვეყნების გარდა, კოპა ამერიკაზე მიწვეულები იქნებიან: მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ყატარი, ჩინეთი, იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატები და კიდევ ერთი ქვეყანა, რომელსაც მოგვიანებით დაასახელებენ, – იტყობინება GloboEsporte.com.

კოპა ამერიკას მოქმედი ჩემპიონი ჩილეს ნაკრებია.