2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ძიუდოისტების დაჯილდოება დღეს გაიმართება
2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ძიუდოისტების დაჯილდოება დღეს გაიმართება

დღეს, 27 დეკემბერს 19:30-ზე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ ძიუდოს ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებული 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესოთა დაჯილდოება დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულები სულ ხუთ ნომინაციაში გამოვლინდებიან. ორ ნომინაციაში წარდგენილნი არიან ქართველი ძიუდოისტები: ლუხუმ ჩხვიმიანი „საუკეთესო ძიუდოისტის“ და ტატო გრიგალაშვილი „ამომავალი ვარსკვლავის“.

პირდაპირი რეპორტაჟი, საერთაშორისო ფედერაციის „ფეისბუქის“ გვერდზე და ბმულზე: https://youtu.be/Sn49VGowpr4

დატოვე კომენტარი