2019/20 წლების სეზონში „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა 
2019/20 წლების სეზონში „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა 

2019-20 წლების სეზონის ლა ლიგაში მადრიდის „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელად ქარიმ ბენზემა დასახელდა, – დაწერა „სამეფო კლუბის“ პრესსამსახურმა. არჩევანი ესპანეთის ჩემპიონის ფანებმა გააკეთეს.

გასულ სეზონში ბენზემამ ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ფრანგი „რეალის“ შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ ზინედინ ზიდანის მწვრთნელობისას 500 გოლი გაიტანა. საიუბილეო გოლის ავტორი სწორედ ბენზემა გახდა.