2018 წლის მაისის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენმა“ პირველი საშინაო მარცხი იწვნია
2018 წლის მაისის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენმა“ პირველი საშინაო მარცხი იწვნია

საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის მეშვიდე ტურის მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ შინ „რეიმსთან“ დამარცხდა, რაც 2018 წლის მაისის შემდეგ ამ გუნდისთვის პირველი საშინაო მარცხია.

რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის ჩემპიონებმა საკუთარ მოედანზე „რეალ მადრიდი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხეს, თუმცა „რეიმსის“ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყეს და ორი უპასუხო გოლი გაუშვეს.

სტუმრებმა ანგარიში ჰასან კამარას თავურით გახსნეს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ბულაი დიამ „მაკრატელა“ დარტყმით დააფიქსირა საბოლოო შედეგი.

პარიზული გრანდი 15 ქულით პირველ ადგილზეა, „რეიმსს“ კი 11 ქულა აქვს და მერვე პოზიციას ფლობს.