2018 წლის ევროპის პირველი ჩემპიონი - შოთა მიშველიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონია
2018 წლის ევროპის პირველი ჩემპიონი - შოთა მიშველიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონია

ევროპის 2018 წლის ძალოსნობის ჩემპიონატზე შოთა მიშველიძემ დაძაბულ ბრძოლაში 3 მედალი მოიპოვა – 1 ვერცხლი და 2 ოქრო. -62 კგ. წონით კატეგორიაში ატაცის შემდეგ იგი მე-2 ადგილზე იყო (134 კგ.) და მხოლოდ ბულგარელ სტილიან გროზდევს (135 კგ.) ჩამორჩებოდა.

აკვრაში ბოლო ცდაზე შოთამ 165 კგ. ასწია და ჩემპიონობა გაინაღდა. იგივე წონა ჰქონდა შეკვეთილი გროზდევსაც, თუმცა მისი გამოსვლა წარუმატებელი იყო. ბრინჯაოს მედალი რუმინელ იონუტ ილიეს ერგო.

ამ წონაში მოასპარეზე მეორე ქართველმა – რამინ შამილიშვილმა ჯამში 278 კგ. ასწია და მე-5 ადგილზე გავიდა.