2018 წელს ფორმულა 1-ის აუდიტორია გაიზარდა
2018 წელს ფორმულა 1-ის აუდიტორია გაიზარდა

გასულ სეზონთან შედარებით, 2018 წელს ფორმულა 1-ის ეტაპებზე დასწრება 2.7 პროცენტით გაიზარდა, – იტყობინება Autosport.

ამ წლის სეზონის 21 გრანპრიზე მაყურებელთა ჯამურმა მაჩვენებელმა 4 093 305 ადამიანი შეადგინა, რაც საშუალოდ ეტაპზე 194 919 ადამიანია. ამ მაჩვენებლით ბრიტანეთის ეტაპი (340 000) ლიდერობს, რომლის შემდეგაც მექსიკა (334 946), ავსტრალია (295 000), აშშ (263 160), სინგაპური (263 000) და ბელგია (250 000) მოდიან.

აუდიტორიის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანში (+31,6 პროცენტი), ავსტრიაში (+27,6 პროცენტი), იაპონიასა (+20,4 პროცენტი) და კანადაში (+11,4 პროცენტი).

უშუალოდ კვირის რბოლაზე დასწრების საერთო მაჩვენებელია – 1 702 959 ადამიანი (საშუალოდ – 81 093). ლიდერი აქაც ბრიტანეთია – 140 500. მეორეზე მექსიკაა – 135 407 და მესამეზე აშშ – 111 580.