ქართული ძალოსნობა - 2018
ქართული ძალოსნობა - 2018

80 მედალი ერთ წელიწადში – ეს ქართველი ძალოსნების მონაგარია, რაც ქართული ძალოსნობისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. გარდა მედლებისა ქართველმა ძალოსნებმა წელს მსოფლიოს ათი რეკორდიც დაამყარეს.  წელსვე საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა. ასევე ევროპის ჩემპიონობა იზეიმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა.

ევროპის ჩემპიონატი

2018 წლის პირველი დიდი ტურნირი გზაფხულზე, რუმინეთში გაიმართა. კონტინენტის პირველობა, გიორგი ასანიძის გუნდმა 16 მედლით დაასრულა. როგრც მოსალოდნელი იყო, სამი ოქროს მედალი აიღო ლაშა ტალახაძემ. ორ-ორი ოქრო და თითო ვერცხლი ერგოთ შოთა მიშველიძესა და რევაზ დავითაძეს, თითო ბრინჯაოს მედალს კი გოდერძი ბერდელიძე და ირაკლი თურმანიძე დაეუფლნენ. ამავე ტურნირზე, საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა გოგონათა ასპარეზობაც. მსოფლიოს მაშინდელმა მოქმედმა ჩემპიონმა, ანასტასია გოტრფიდმა, ტურნირი სამი ოქროს მედლით დაასრულა. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი თათია ლორთქიფანიძის ბრინჯაოს მედალია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ტურნირი საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილით დაასრულა.

მსოფლიოს ჩემპიონატი

ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა აშხაბადში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატიც. მსოფლიოს უძლიერსემა ადამიანმა ტურნირის ბოლო დღეს მსოფლიოს შვიდი რეკორდი დაამყარა და რა თქმა უნდა კვარცხლებკის უმაღლესი საფეხურიზე სამჯერ ავიდა. პირველ დისციპლინა ატაცში, პოდიუმზე ლაშას გვერდით ირაკლი თურმანიძეც იდგა, რომელმაც ბრინჯაო დაიმსახურა. მსოფლიოს ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა რევაზ დავითაძისთვისაც. ახალგაზრდა სპორტსმენმა, წლის მთავარი ტურნირი ბრინჯაოს მედლით და იუნიორთა მსოფლიოს რეკორდით დაასრულა.

ასაკობრივი ტურნირები

დავითაძემ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გარდა თავი, მსოფლიოს იუნიორთა ჩემპიონატზეც გამოიჩინა, სადაც ორი ოქრო და ერთი ვერცხლი დაისაკუთრა. ამავე ტურნირზე სამი ოქროს მედალი ირაკლი ჩხეიძეს ერგო, შედეგად კი საქართველოს ნაკრები ტურნირის საუკეთესო გუნდი გახდა. ტრიუმფალური გამოდგა 23 და 20  წლამდელთა შორის გამართული ევროპის ჩემპიონატიც, სადაც საქართველოს ნაკრებმა ჯამში 23 მედალი მოიპოვა. იმ 80 მედალს შორის, რომელიც წლის განმავლობაში ქართველმა ძალოსნებმა მოიპოვეს, კიდევ ერთი გამოსარჩევი არჩილ მალაყმაძის ვერცხლია, რომელიც ბუენოს აირესში გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა.

გარდა სპორტული შედეგებისა, წარმატებები იყო სხვა მხრივაც. გაიზარდა გეოგრაფია, საქართველოს მასშტაბით ძალოსნობის რვა ახალი დარბაზი გაიხსნა. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პროგრესი საერთაშორისო ფედერაციამაც დააფასა. 7 მაისს 2017 წლის საუკეთესო ქალი და მამაკაცი ძალოსანის დაჯილდოების ცერემონია თბილისში გამართა, სადაც საუკეთესო მამაკაც ძალოსნად ლაშა ტალახაძე დაასახელეს. გარდა ამისა საქართველოს, კონკრეტულად კი ბათუმს 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიენიჭა. აჭარის დედაქალაქში კონტინენტის საუკეთესო ძალოსნები ექვსიდან 13 აპრილის ჩათვლით გამოვლინდებიან.