2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, გერმანელმა მატს ჰუმელსმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

21:44, 04.04.2025

ვეტერანი გერმანელი მცველი მატს ჰუმელსი მიმდინარე სეზონის ბოლოს საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. 36 წლის ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს საშუალებით გაასაჯაროვა.

„ეს არის ნაბიჯი, რომელიც ადრე თუ გვიან ყველამ უნდა გადადგას. 18 წლის შემდეგ დროა, ფეხბურთს დავემშვიდობო“, – განაცხადა ჰუმელსმა.

ჰუმელსმა კარიერა „ბაიერნში“ დაიწყო, თუმცა ყველაზე დიდი კვალი „დორტმუნდში“ დატოვა, სადაც 2008-2016 და 2019-2024 წლებში ითამაშა, სულ 508 მატჩი ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა.

გერმანიის ნაკრების რიგებში 78 მატჩში 5-ჯერ გამოიჩინა თავი, მათ შორის ორჯერ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც გერმანიის ჩემპიონობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

კარიერის განმავლობაში ჰუმელსმა ხუთჯერ მოიგო ბუნდესლიგა, სამჯერ გერმანიის თასი და ექვსჯერ გერმანიის სუპერთასი, ის „დორტმუნდთან“ ერთად ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა.

მსგავსი