2010 წლის შემდეგ - მილანის ინტერმა პირველად მიაღწია ნახევარფინალს (ვიდეო)

ევროპალიგის პირველი ნახევარფინალისტი მილანის „ინტერია“. მილნელებმა გერმანიაში „ლევერკუზენი“ 2:1 დაამარცხეს და ახლა მეტოქის მოლოდინში არიან.

სამივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა: „ინტერი“ მე-15 წუთზე ბარელამ დააწინაურა, 21-ზე ლუკაკუმ სხვაობა ორამდე გაზარდა – 2:0. „ლევერკუზენმა“ სხვაობა პირველივე ტაიმში შეამცირა, თუმცა მატჩის მეორე ნახევარმა უგოლოდ ჩაიარა და მომდევნო ეტაპზე იტალიელები გავიდნენ.

სხვათა შორის, 2010 წლის შემდეგ „ინტერმა“ პირველად მიაღწია ევროტურნირების ნახევარფინალს. 2010 გუნდისთვის ისტორიული თარიღია – ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგა მოიგო.