2007 წლის შემდეგ პირველად - ტოპ 5-ში ორმაგი დუბლი ახალწვეულებიდან მხოლოდ კვარაცხელიამ შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

„ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ-5 ლიგებში ბოლო 16 წელიწადში პირველი მოთამაშე გახდა, ვინც პირველივე სეზონში ე.წ. ორმაგი „დუბლი“ შეასრულა – ამის შესახებ Opta Paolo-ს ტვიტერის გვერდი იუწყება.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში „ტორინოსთან“ გაიტანა და საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

„ხვიჩა კვარაცხელია (12 გოლი და 10 საგოლე პასი სერია A-ში) პირველი მოთამაშეა, რომელმაც მინიმუმ 10 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა ევროპის ტოპ 5 ლიგაში პირველივე სეზონში 2006/07 წლების შემდეგ. მაშინ ეს დიეგომ (13 გოლი და 13 პასი ბრემენის „ვერდერი“) მოახერხა. კვარაცხელია მრავალმხრივი მოთამაშეა“, – წერს Opta Paolo.

სტატისტიკას იტალიური პორტალი Napolipiu გამოეხმაურა და ქართველი ლეგიონერის შედეგიანობას შთამბეჭდავი უწოდა წერილში „დამანგრეველი კვარაცხელია: ორნიშნა პასები და გოლები სერია A-ში“.

„„ტორინოსთან“ „ნაპოლის“ 22 წლის თავდამსხმელმა კიდევ ერთხელ დადასტურა, თუ როგორი წვლილი შეაქვს იტალიის ჩემპიონობის კეთილშობილურ საქმეში. ტურინის „ოლიმპიკო გრანდეზე“ „ნაპოლის“ მოგებულ შეხვედრაში (4:0) ქართველმა ტალანტმა პენალტი მოიპოვა და თავად გაიტანა, შემდეგ კი საგოლე გადაცემა შეასრულა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მინიმუმ 10 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა ევროპის ტოპ 5 ლიგაში ჩატარებულ პირველივე სეზონში“, – წერს პორტალი.