20 წლის ალბანელი ფეხბურთელით „ჩელსი“ დაინტერესდა
20 წლის ალბანელი ფეხბურთელით „ჩელსი“ დაინტერესდა

იტალიური „ვერონას“ ალბანელი მცველი მარაშ კუმბულა, შესაძლოა „ჩელსიში“ ვიხილოთ, – იუწყება Sky Sports.

გამოცემის ინფორმაციით, ლონდონური გრანდი მზად არის, რომ 20 წლის ალბანელ ფეხბურთელში 23 მილიონი ფუნტი სტრელინგი გადაიხადოს.

„ჩელსის“ გარდა, მარაშ კუმბულას შეძენით დაინტერესებულები არიან: „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ინტერი“, „ლაციო“ და „მილანი“.

Transfermarkt.com ახალგაზრდა ალბანელ ფეხბურთელს 22.5 მილიონ ფუნტ სტერლინგად აფასებს.