1960 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი - ეს ჯილდო ლევანდოვსკის გადაეცით, თორემ საკუთარს დავუთმობ #1TVSPORT
1960 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი - ეს ჯილდო ლევანდოვსკის გადაეცით, თორემ საკუთარს დავუთმობ #1TVSPORT

„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, 1960 წელს „ოქროს ბურთის“ ლაურეატმა, ლუის სუარეს მირამონტესმა ფეხბურთის სამყაროში ამ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოზე ისაუბრა.

მირამონტესს მიაჩნია, რომ „ოქროს ბურთს“ „ბაიერნის“ პოლონელი ლეგიონერი, რობერტ ლევანდოვსკი იმსახურებს.

„მიეცით ლევანდოვსკის „ოქროს ბურთი“, თორემ საკუთარ ჯილდოს დავუთმობ“, – ციტირებს ლუის სუარეს მირამონტესის სიტყვებს FCB Insede.

მიმდინარე სეზონში 33 წლის რობერტ ლევანდოვსკიმ 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 22 ბურთი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს პარიზში გაიმართება.