1930 წლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ერთ თვეში ექვსი მატჩი პირველად წააგო #1TVSPORT
1930 წლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ერთ თვეში ექვსი მატჩი პირველად წააგო #1TVSPORT

რუბენ ამორიმის გაწვრთნილმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მორიგი მატჩი წააგო. პრემიერლიგის მე-19 ტურში ინგლისური ფეხბურთის გრანდი საკუთარ მოედანზე „ნიუკასლთან“ 0:2 დამარცხდა.

დეკემბერში ეს „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ მეექვსე წაგება იყო, ასეთი რამ კი გუნდს 1930 წლის შემდეგ პირველად შეემთხვა. ამ თვეში „მანჩესტერი“ „არსენალთან“ (0:2), „ნოტინგემთან“ (2:3), „ტოტენჰემთან“ (3:4), „ბორნმუთთან“ (0:3), „ვულვზთან“ (0:2) და „ნიუკასლთან“ (0:2) დამარცხდა. 1930 წლის სექტემბერში გუნდმა შვიდჯერ წააგო.

ასევე, 1964 წლის შემდეგ ერთ თვეში 18 გოლი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პირველად გაუშვა და პრემიერლიგაში ზედიზედ სამი მატჩი წააგო, რაც ბოლო ცხრა წლის მანძილზე არ მომხდარა.

შეგახსენებთ, რომ რუბენ ამორიმმა მანჩესტერული გუნდი ნოემბერში ჩაიბარა. ამჟამად მისი გაწვრთნილები პრემიერლიგაში მე-14 ადგილზე არიან.