1928 წლის შემდეგ პირველად, „სელტიკმა“ „რეინჯერსს“ შოტლანდიის ჩემპიონის ტიტულების რაოდენობით გაასწრო #1TVSPORT
1928 წლის შემდეგ პირველად, „სელტიკმა“ „რეინჯერსს“ შოტლანდიის ჩემპიონის ტიტულების რაოდენობით გაასწრო #1TVSPORT

გლაზგოს „სელტიკი“ შოტლანდიის საფეხბურთო ლიგის 2025/2026 წლის სეზონის ჩემპიონია.

გათამაშების 38-ე ტურის წინ „სელტიკი“ პირველადგილოსან „ჰართსს“ ერთი ქულით ჩამორჩებოდა და უშუალო კონკურენტთან საკუთარ მოედანზე მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.

„ჰართსს“ ჰქონდა შანსი, 1985 წლის შემდეგ პირველი გუნდი გამხდარიყო, რომელიც შოტლანდიის უმაღლეს დივიზიონში „სელტიკისა“ და „რეინჯერსის“ დომინაციას დაასრულებდა. მაშინ ჩემპიონი ალექს ფერგიუსონის გაწვრთნილი „აბერდინი“ გახდა.

გათამაშების ბოლო ტურის მატჩის 43-ე წუთზე ლოურენს შენკლენდმა „ჰართსი“ დააწინაურა. რამდენიმე წუთში ედინბურგელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად არნე ენგელსმა შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. „სელტიკმა“ წინ გასვლა მხოლოდ მატჩის მიწურულს, 88-ე წუთზე დაეზან მაედას გოლით მოახერხა, ხოლო შეხვედრაში საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ მერვე წუთზე კალუმ ოსმანდმა დააფიქსირა – 3:1.

შედეგად, 1928 წლის შემდეგ პირველად, „სელტიკმა“ თავის მთავარ კონკურენტს, „რეინჯერსს“ გაასწრო და შოტლანდიის უმაღლესი დივიზიონი 56-ედ მოიგო, ხოლო „რეინჯერსი“ 55 ტიტულით მეორე ადგილზე გადავიდა.