1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პარლამენტის ეზოში პატივი მიაგეს

10:12, 23.02.2019

საქართველოს პარლამენტის სასახლის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში 1921 წლის თებერვალში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

მსგავსი