1910 წლის 15 მაისს იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი გაიმართა #1TVSPORT
1910 წლის 15 მაისს იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი გაიმართა #1TVSPORT

იტალიისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდების დაპირისპირება ზუსტად 112 წლის წინ დაიწყო. ამ ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებების პირველი მატჩი (რომელიც ამხანაგური იყო) 1910 წლის 15 მაისს გაიმართა. მასპინძლები იტალიელები იყვნენ და სტუმრები დიდი ანგარიშით დაამარცხეს – 6:2.

ზოგადად, იტალიის ეროვნული ნაკრები 1982 წლამდე დომინირებდა და ამ პერიოდამდე საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს – 17 მოგება, 7 ფრე და მხოლოდ სამი მარცხი. 1982 წლიდან კი ფრანგები 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე იტალიელებთან ერთხელაც არ დამარცხებულან – 5 მოგება და 4 ფრე.

იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებებმა ჯამში ერთმანეთთან 39 მატჩი გამართეს, 18-ჯერ იტალიელებმა მოიგეს, 11-ჯერ – ფრანგებმა, 10 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

ურთიერთშეხვედრების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება იტალიის ნაკრებმა იზეიმა – 7:0 (1925-ში), ყველაზე უხვგოლიანი მატჩი  1920 წელს გაიმართა – 9:4 „სკუადრა აძურას“ სასარგებლოდ.