19 წლის პოლონელი იგა შვიონტეკი საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებულია
19 წლის პოლონელი იგა შვიონტეკი საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებულია

ჩოგბურთელმა, რომელიც ტოპ 50-ეულშიც არ შედის, როლან გაროსის კორტებზე სეტის წაუგებლად შვიდივე ორთაბრძოლა მოიგო, მათ შორის ფინალი მე-4 ნომრად განთესილ სოფია კენინთან ანგარიშით – 6:4, 6:1. ფინალს სულ საათი და 21 წუთი დასჭირდა, პოლონელი ყველა კომპონენტში სჯობდა 21 წლის რუსს, რომელიც აშშ-ს სახელით თამაშობს.

იგა შვიონტეკი, პოლონელი ოლიმპიელი ნიჩბოსნის ქალიშვილი, სამუდამოდ შევა პოლონური სპორტის ისტორიაში, რადგან დიდი სლემის ტურნირების პირველი გამარჯვებულია თანამემამულეთა შორის.

ხვალ, როლან გაროსზე კაცთა გათამაშებაში ამ ტურნირის 12 გზის გამარჯვებული რაფაელ ნადალი დიდი სლემის მე-20 ტურნირის მოსაგებად ფინალში რეიტინგის პირველ ნომერს და დიდი სლემის ტურნირების 17-გზის გამარჯვებულს, ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 17.00 საათზე დაიწყება.