19 წლის ჰაალანდს „ბარსელონას“ სახით პირველი მთხოვნელი გაუჩნდა

19:17, 19.09.2019

ესპანეთის ჩემპიონი „ბარსელონა“ დაინტერესებას გამოთქვამს „ზალცბურგის“ ფორვარდ ერლინგ ჰაალანდის მიმართ.

გაზეთ „მუნდო დეპორტივოს“ ინფორმაციით, კატალონელთა სკაუტები 19 წლის ფეხბურთელს ჯერ კიდევ მსოფლიოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის დროს აკვირდებოდნენ. იმ ტურნირზე ნორვეგიელმა ჰონდურასის წინააღმდეგ მატჩში (12:0) ცხრა გოლი გაიტანა.

ორი დღის წინ კი ჰაალანდმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა – მან თავისი სადებიუტო მატჩის („გენკთან“ 6:2) პირველი ტაიმში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ის პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, ვინც ეს მოახერხა.

ამ სეზონში ჰაალანდმა „ზალცბურგის“ რიგებში ცხრა ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა. ნორვეგიელის სატრანსფერო თანხაა – 12 მილიონი ევრო.

მსგავსი