19 წლის გიორგი სარდალაშვილი თბილისის გრანდ სლემის ფინალშია, ვაჟა მარგველაშვილი ნახევარდინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე გარნდ სლემზე გიორგი სარდალაშვილი ფინალში იასპარეზებს.

60 კგ. კაცები

19 წლის გიორგი სარდალაშვილი, რომელიც ტურნირზე წონის პირველი ნომერია, ნახევარფინალში უკრაინელ ხალმატოვს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველი ფინალში აზერბაიჯანელ ბაირამოვთან იჭიდავებს.

მეოთხედფინალში ყაზახ სეილხანთან მარცხის შემდეგ, ლუხუმ ჩხვიმიანმა ორთაბრძოლა რეპეჟაში უკაინელ ლესიუკთან დათმო და ტურნირს დაემშვიდობა.

66 კგ. კაცები

შეჯიბრებაზე წონის პირველმა ნომერმა, ვაჟა მარგველაშვილმა მეოთხედფინალში ყაზახი ყირგიზბაიევი დაამარცხა და ნახევარფინალში ყირგიზ აიბეკ ულუს დაუპირისპირდება.

გიორგი თუთაშვილი ნახევარფინალში გასასვლელ შეხვედრაში დამარცხდა და რეპეჟაშიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას.

წარუმატებელი გამოდგა თბილისის გრანდ სლემის პირველი დღე ქალი ძიუდოისტებისთვის. დღეს გამომსვლელი ყველა სპორტსმენი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა ტურნირს.

გრანდ სლემის წინასწარი შეხვედრები 09:30-ზე დაიწყო. ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.