19 წლის ფეხბურთელი ცხრათვიანი კომიდან ტოტის ხმის წყალობით გამოვიდა
19 წლის ფეხბურთელი ცხრათვიანი კომიდან ტოტის ხმის წყალობით გამოვიდა

რომის „ლაციოს“ ქალთა გუნდის წევრი, 19 წლის ილენია მატილი 2019 წლის დეკემბერში ავტოავარიაში მოხვდა, რის შემდეგაც კომაში აღმოჩნდა.

„რომას“ ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ რამდენიმე თვის წინ სპეციალური მხარდასაჭერი მიმართვა ჩაწერა მატილისთვის. ამ ჩანაწერს გოგონას რეგულარულად ასმენინებდნენ, რის შემდეგაც მან კომიდან გამოსვლა შეძლო.

როგორც კი ეს ამბავი შეიტყო, ტოტი საავადმყოფოში მივიდა ფეხბურთელის სანახავად.

„მან გამიღიმა, გადამეხვია და ტირილი დაიწყო. ძალიან საინტერესო იყო ილენიას გაცნობა. როცა ის საავადმყოფოს დატოვებს, ჩვენ ისევ აუცილებლად შევხვდებით“, – განაცხადა ტოტიმ შეხვედრის შემდეგ.

ფრანჩესკო ტოტიმ კარიერა 2017 წლის მაისში დაასრულა.