19-წლამდელთა ნაკრები ლატვიასთან ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ლატვიელ თანატოლებთან ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს – ზურაბ ხიზანიშვილს გუნდი, რომელიც შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის ემზადება, ბალტიისპირელებს 2 და 5 ოქტომბერს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე დაიგეგმა.
2 ოქტომბერი, დავით პეტრიაშვილი
18:00 | საქართველო – ლატვია
5 ოქტომბერი, დავით პეტრიაშვილი
18:00 | საქართველო – ლატვია
შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები B ლიგაში განაგრძობს ასპარეზობას, სადაც ბოსნია და ჰერცეგოვინას, დანიასა და სან მარინოს დაუპირისპირდება.
U19 | შემადგენლობა:
მეკარეები: დაჩი ჩოჩოშვილი, მათე ჭელიძე (ორივე – „დინამო თბილისი“), საბა ასანიძე („ლოკომოტივი“, თბილისი).
მცველები: შოთიკო დიაკონიძე, გიორგი ლომიძე, ლუკა შარიქაძე, ნიკოლოზი ბენდელიანი (ყველა – „დინამო თბილისი“), ალექსანდრე გეწაძე, ლუკა ჩაბრაძე, ერეკლე ძერყორაშვილი (სამივე – „ლოკომოტივი“, თბილისი), საბა მარსაგიშვილი („იბერია 1999“), მათე შათირიშვილი („სამგურალი“), ლუკა კუპრავა („ტორპედო“, ქუთაისი).
ნახევარმცველები: სანდრო მიქაუტაძე, ლუკა ციკოლია, კობა კაკაშვილი, ნიკოლოზ ადუაშვილი (ყველა – „დინამო თბილისი“), საბა ავდოევი, ნიკოლოზ შალიკიანი (ორივე – „იბერია 1999“), საბა ჩხეტიანი („მეშახტე“), ნიკოლოზი ბარიხაშვილი-შეყლაშვილი („ატლეტიკო ოსასუნა“), გიორგი კობახიძე („დილა“, გორი), ანდრია კვირიკაძე („პარიზი“, საფრანგეთი), ლუკა გურჩიანი („გაგრა“).
თავდამსხმელები: გიორგი ქურდოვანიძე („დინამო თბილისი“), დათო მელაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი).
შესარჩევი ეტაპი. B ლიგა, B2 ჯგუფი (მასპინძელი სან მარინო)
11 ნოემბერი | ენციო კონტი, დოგანა
დანია – საქართველო
14 ნოემბერი | ენციო კონტი, დოგანა
ბოსნია და ჰერცეგოვინა – საქართველო
17 ნოემბერი | ენციო კონტი, დოგანა
სან მარინო – საქართველო