19-წლამდელების წარუმატებელი გამოსვლა შესარჩევ ციკლში
19-წლამდელების წარუმატებელი გამოსვლა შესარჩევ ციკლში

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა წარუმატებლად დაამთავრა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი.

თბილისში მიმდინარე 19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მესამე ტურში ჩვენჯი გუნდი ისრაელს დაუპირისპირდა და მათი დამარცხება ვერ შესძლო: მატჩი 1-1 დასრულდა. ანგარიში ზურიკო დავითაშვილმა მე-17 წუთზე გახსნა, თუმცა პირველი ტაიმის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე მსაჯმა ჩვენს კარში 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც ედენ კარზევმა უშეცდომოდ შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში მეზობელ აზერბაიჯანთან განცდილი მარცხის შემდეგ, ჩვენს ბიჭებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდათ ჯგუფიდან გასასვლელად, ვინაიდან მეორე თამაშში აზერბაიჯანს არ გაუჭირდებოდა სუსტი ლიხშტენტეინის დამარცხება.

შედეგად, 7 ქულით პირველ ადგილზე ისრაელი გავიდა, 6 ქულით მეორეზე აზერბაიჯანია, საქართველოს ნაკრები კი 4 ქულით ჯგუფში ჩარჩა.