19-წლამდელების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს - ვასილ მაისურაძემ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
19-წლამდელების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს - ვასილ მაისურაძემ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 15, 18 და 21 ნოემბერს თბილისში, „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართავს.

15 ნოემბერს საქართველო კვიპროსს დაუპირისპირდება, 18-ში – მოლდოვას, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 21 ნოემბერს ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ორი მოთამაშე იტალიიდანაა – აკაკი გიუნაშვილი „ფროსინონედან“, ხოლო დაჩი ლორთქიფანიძე – „კრემონეზედან“.

U19 | შემადგენლობა:

მეკარეები: სოსო კოპალიანი („ლოკომოტივი“ თბილისი), გიორგი ბედიაშვილი („გაგრა“), რეზი კურტანიძე („საბურთალო“).

მცველები: თენგიზ გობეშია, გელა სადღობელაშვილი, ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამივე – „დინამო თბილისი“), სანდრო ნარიმანიძე, გიორგი გოგსაძე (ორივე – „საბურთალო“), დავით ბუკია („ლოკომოტივი“ თბილისი), ამირან ტყეშელაშვილი („ტორპედო“ ქუთაისი), აკაკი გიუნაშვილი („ფროსინონე“, იტალია), ნიკოლოზ ჩიქოვანი („სიონი“ ბოლნისი), დავით ფაღავა („დინამო“ ბათუმი).

ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი, გიორგი ცეცხლაძე, ავთანდილ მაშავა (სამივე – „დინამო თბილისი“), საბა გეგუჩაძე („საბურთალო“), დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე“, იტალია), ნიკოლოზ ნინიძე („ლოკომოტივი“ თბილისი).

თავდამსხმელები: ალეკო ბასილაძე („ტორპედო“ ქუთაისი), სანდრო ავალიანი („საბურთალო“), საბა სამუშია („ანორთოსის“, კვიპროსი), ლუკა შეროზია („დინამო თბილისი“).

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებზე დასწრება თავისუფალია. სტუმარი გუნდების შეხვედრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ხოლო ჩვენი გუნდის – „მესხი 2“-ზე. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ს არხი შემოგთავაზებთ.

თამაშების განრიგი:

15 ნოემბერი, „მიხეილ მესხი 2“

15:00 | საქართველო – კვიპროსი

„მიხეილ მესხი“

17:00 | ესპანეთი – მოლდოვა

18 ნოემბერი, „მიხეილ მესხი 2“

15:00 | საქართველო – მოლდოვა

„მიხეილ მესხი“

17:00 | ესპანეთი – კვიპროსი

21 ნოემბერი, „მიხეილ მესხი 2“

15:00 | საქართველო – ესპანეთი

„მიხეილ მესხი“

15:00 | მოლდოვა – კვიპროსი