19-წლამდელების მარცხი ბოლო მატჩში - საქართველოს გოგონათა ნაკრებმა საკვალიფიკაციოზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
19-წლამდელების მარცხი ბოლო მატჩში - საქართველოს გოგონათა ნაკრებმა საკვალიფიკაციოზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის „ბ“ ლიგის მეორე რაუნდის ბოლო მატჩი გამართა და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.

ლავრენტი დავითაშვილის გუნდი „ბ5“ ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელმაც ჯგუფში გამარჯვება წინასწარ, ორი ტურის შემდეგ გაინაღდა – სლოვაკებმა ეს მატჩიც მოიგეს – 4:0. ქართველმა ფეხბურთელებმა ოთხივე გოლი მატჩის პირველ ნახევარში გაუშვეს, მეორე ტაიმში კი, ანგარიში აღარ შეცვლილა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მეორე რაუნდი ჯგუფის მასპინძელ ანდორასთან მინიმალური მარცხით დაიწყო. მეორე ტურში ჩვენმა გუნდმა სომხეთის ასაკობრივ ნაკრებს 2:0 სძლია. საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონშიც „ბ“ ლიგაში ითამაშებს.

ჯგუფი B5

1 სლოვაკეთი 3 9

2 ანდორა 3 6

3 საქართველო 3 3

4 სომხეთი 3 0