19-წლამდელების იმედი - შესაძლოა ელიტრაუნდი საქართველოში გადმოიტანონ
19-წლამდელების იმედი - შესაძლოა ელიტრაუნდი საქართველოში გადმოიტანონ

19-წლამდელთა ელიტრაუნდი, საფრანგეთის ნაცვლად, შესაძლოა საქართველოში ჩატარდეს – ამის შესახებ „დინამო თბილისის“ პრეს-სამსახურის გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში გუნდის ახალგაზრდა მოთამაშემ, ირაკლი აზაროვმა ილაპარაკა.

„საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი დამაჯერებლად მოვიგეთ და პირველ ადგილზე გავედით. ელიტრაუნდი საფრანგეთში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო და შესაძლოა საქართველოში ჩატარდეს. ამ გადაწყვეტილებას ნაკრების ყველა წევრი მოუთმენლად ველოდებით“ – ამბობს ირაკლი აზაროვი.

ფეხბურთელმა სეზონის განახლებაზეც ილაპარაკა: „სამი კვირაა, რაც ბაზაზე ვართ და გუნდთან ერთად ვვარჯიშობთ. ძალიან დიდი ამბიციებით ვართ და იმედი გვაქვს, რომ ელიტრაუნდიდანაც გავაღწევთ. რა თქმა უნდა, ახლა ფორმიდან ოდნავ ამოვარდნილები ვართ, მაგრამ ველოდებით ჩემპიონატის დაწყებას და აგვისტოში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტს“.

2019 წელს, თბილისის „დინამოს“ 18 წლის ნახევარმცველი ირაკლი აზაროვი სტაჟირებაზე „ბორდოსა“ და „ბარსელონაში“ იმყოფებოდა. ნიჭიერ ახალგაზრდას საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია. გასულ და მიმდინარე სეზონში „დინამოს“ შემადგენლობაში რვაჯერ ითამაშა და საგოლე პასებიც გააკეთა.