19-წლამდელები ნორვეგიაში გაემგზავრნენ - ნაკრებს ტრავმირებული აბუაშვილი გამოაკლდა #1TVSPORT
19-წლამდელები ნორვეგიაში გაემგზავრნენ - ნაკრებს ტრავმირებული აბუაშვილი გამოაკლდა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩების გასამართად ნორვეგიაში გაემგზავრა. ვასილ მაისურაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის, მე-10 ჯგუფში მოხვდა, რომლის მატჩებსაც 6-დან 12 ოქტომბრამდე ნორვეგია უმასპინძლებს.

ჯგუფში საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მეტოქეები არიან უელსი, კოსოვო და მასპინძელი ნორვეგია. 19-წლამდელების სამივე მატჩს, ოსლოდან სამხრეთით მდებარე ქალაქ ლავრიკის სტადიონი – „ფრამპარკენი“ უმასპინძლებს.

ნორვეგიაში გასამართ მატჩებში, 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებს, ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი, „პორტუს“ სარეზერვო გუნდის ლეგიონერი, გიორგი აბუაშვილი ვერ დაეხმარება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები:

ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები:

დავით გოგოტიშვილი, მუხრან ბაგრატიონი, თორნიკე დუნდუა, ლუკა სალუქვაძე, ნიკოლოზ უგრეხელიძე  (ყველა – დინამო თბილისი), გიორგი ჩხეტიანი (ბრაგა, პორტუგალია), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი).

ნახევარმცველები:

ოთარ მამაგეიშვილი, გიზო მამაგეიშვილი, გეგი გეგუჩაძე  (ყველა – საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი, ნიკა სიხარულაშვილი  (ორივე – დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი), ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი თბილისი).

თავდამსხმელები:

გიორგი გვიშიანი (გაგრა), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ხაბულიანი (ადანა დემისპორი, თურქეთი), გიორგი კვერნაძე (საბურთალო).

 

6 ოქტომბერი, 20:00

უელსი V საქართველო

9 ოქტომბერი, 20:00

საქართველო V კოსოვო

12 ოქტომბერი, 19:00

საქართველო V ნორვეგია