19-წლამდე ნაკრები მონტენეგროში ტესტმატჩებს გამართავს #1TVSPORT
19-წლამდე ნაკრები მონტენეგროში ტესტმატჩებს გამართავს #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 31 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით თბილისში შეიკრიბება, რის შემდეგაც გუნდი პოდგორიცაში ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩებს 4 და 8 აგვისტოს გამართავს.

საქართველოს ნაკრები ამ თამაშებით მზადებას იწყებს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ციკლისთვის, რომელიც ნოემბერში გაიმართება. ჩვენი გუნდი ჯგუფში ხორვატიის, სერბეთისა და გიბრალტარის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

12.11. 20:00

საქართველო – ხორვატია

15.11. 20:00

სერბეთი – საქართველო

18.11. 20:00

გიბრალტარი – საქართველო