19-წლამდე გოგონათა ნაკრების უიღბლო სტარტი - პირველი მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიამ მოიგო #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის გათამაშება ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩით დაიწყო და დამარცხდა – 0:1.
ლალე დავითაშვილის გაწვრთნილი გუნდი, რუსთავში გამართულ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ერთადერთი გოლი სიბონა რებეკა მეიერმა მატჩის 64-ე წუთზე გაიტანა.
B ლიგის მე-6 ჯგუფის მატჩები რუსთავის ტექნიკურ ცენტრში 4-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ფორმატის თანახმად, B ლიგის ჯგუფების გამარჯვებული ნაკრებები A ლიგაში გადაინაცვლებენ, საიდანაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი ექნებათ.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები ბელარუსთან 10 ოქტომბერს გამართავს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.