გიორგი ბეჟანიშვილმა კანადის ელიტურ ლიგაში (CEBL) მეორე შეხვედრა გამართა. მისი გუნდი „გუელფ ნაითჰოუკსი“ „ფრეიზერ ველი ბენდიტსს“ ესტუმრა და 87-79 დაამარცხა.
გიორგი სასტარტო შემადგენლობაში იყო, ორივე გუნდის მხრიდან ყველაზე მეტი ქულა დააგროვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. მან 25:18 წუთში 19 ქულის, 5 მოხსნის (1 შეტევაში), 2 პასის, 1 ჩაჭრისა და 1 დაფარების დაგროვება მოასწრო. ბეჟანიშვილმა 10-დან 6 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმოების სროლა კი ორჯერ მოუწია და ერთხელ ზუსტი იყო. ის 3-ჯერ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი, +/- მაჩვენებელი კი +10 ჰქონდა.
პირველი მეოთხედი „ბენდიტსმა“ უკეთესად დაიწყო და 11 ქულით წინ გავიდა. „ნაითჰოუკსმა“ დიდ შესვენებამდე სხვაობის 4 ქულამდე შემცირება მოახერხა, მესამე მეოთხედის შემდეგ უპირატესობა კვლავ 11 ქულამდე გაიზარდა, მაგრამ ბოლო პეიორდში ბეჟანიშვილის გუნდი კარგად გამოიყურებოდა და მეტოქეს 28-12 მოუგო.
„გუელფ ნაითჰოუკსი“ შემდეგ შეხვედრას 22 ივლისს გამართავს.