19 ქულა და მარცხი ყოფილ გუნდთან, გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის თასს გამოეთიშა

17:31, 15.02.2020

გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ ესპანეთის თასის გათამაშებას გამოეთიშა. მეოთხედფინალურ ეტაპზე „ტენერიფე“ „ანდორას“ დაუპირისპირდა და ორი ქულის სხვაობით 85-87 წააგო. ქართველმა ცენტრმა ყოფილ გუნდთან მოედანზე 23 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 19 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 11-დან 7 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

„ანდორას“ რიგებში საუკეთესო დეიან ტოდოროვიჩი იყო. სერბმა „იბეროსტარს“ 20 ქულა ჩაუგდო. ანდორას მეტოქე ნახევარფინალში „უნიკახასა“ და „სარაგოსას” შორის გამარჯვებული იქნება. მეორე ნახევარფინალში „ვალენსია” „რეალს” შეხვდება.

მსგავსი