19 ქულა, 10 მოხსნა - მიხეილ ბერიშვილი ყატარის ჩემპიონატის ფინალშია
19 ქულა, 10 მოხსნა - მიხეილ ბერიშვილი ყატარის ჩემპიონატის ფინალშია

ყატარის ჩემპიონატის ნახევარფინალში მიხეილ ბერიშვილის „ალ შამალმა“ 97:75 დაამარცხა „ალ არაბი“ და ფინალში გავიდა. შეგახსენებთ, რომ „ალ არაბიმ“ რეგულარული ჩემპიონატი ბერიშვილის გუნდზე მაღალ საფეხურზე, მეორე ადგილზე დაასრულა და ნახევარფინალშიც ფავორიტად ითვლებოდა.

შეხვედრა ალშამალელთათვის იმდენად კომფორტულად წარიმართა, რომ მწვრთნელს ბერიშვილი დიდად არ დაუტვირთავს და მან მოედანზე მხოლოდ 25 წუთი გაატარა (როგორც წესი, შეუცვლელად თამაშობს ხოლმე), თუმცა, ჩვენებურს ორმაგი დუბლის შესასრულებლად ეს დროც ეყო. ბერიშვილმა 6-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და 19 ქულას 10 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიამატა.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ფორვარდს ბურთი არ დუკარგავს და 2 პერსონალური ფოლი მიიღო, სარგებლიანობის კოეფიციენტის (24) მხრივ კი, მხოლოდ ვაელ არკაჯის (32) ჩამორჩა, რომელმაც 26 ქულა, 4 მოხსნა და 9 პასი მიითვალა.

ფინალში „ალ შამალის მეტოქე“ „ალ გარაფა“ იქნება, რომელმაც ნახევარფინალში „ალ სადს“ 89:77 სძლია, პლეი ოფამდე კი მხოლოდ 1 მარცხით მივიდა. ფინალური შეხვედრა კვირას, 24 იანვარს გაიმართება.

დატოვე კომენტარი