19 გოლი სეზონში - ელიგის საუკეთესო ბომბარდირი ჯოვინოა #1TVSPORT
19 გოლი სეზონში - ელიგის საუკეთესო ბომბარდირი ჯოვინოა #1TVSPORT

ჯოვინო ფლამარიონი ეროვნული ლიგის ბომბარდირია – ბათუმის „დინამოს“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა დასრულებულ სეზონში 19 გოლი გაიტანა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა.

ელიგის 2022 წლის საუკეთესო მეგოლემ ყველა კონკურენტი დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა. მეორე ადგილზე გასულმა ირაკლი რუხაძემ 13 გოლი გაიტანა, ხოლო მეამეადგილოსანმა ირაკლი სიხარულიძემ – 12.

ეროვნული ლიგის ტოპ-5 ბომბარდირი

1.ჯოვინო ფლამარიონი, დინამო ბთ 19 გოლი

2.ირაკლი რუხაძე, სამგურალი 13

3.ირაკლი სიხარულიძე, საბურთალო 12

4.სტანისლავ ბილენკი, დინამო თბ 10

5-6.უსმანე კამარა, დინამო თბ 10

5-6.მათე ვაწაძე, დინამო ბთ 10