18-წლამდელთა ნაკრები | მათე ყავლაშვილმა აზერბაიჯანთან მატჩში 39 ქულა ჩააგდო #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები B დივიზიონის მატჩებს რუმინეთის ქალაქ პიტეშტში ატარებს. ქართველებმა საწყისი ორი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში დათმეს, მესამე კი დიდი სხვაობით მოიგეს – 82:66 აზერბაიჯანთან.
შეუჩერებელი იყო მათე ყავლაშვილი, რომელმაც 39 ქულა ჩააგდო. მან 14 სამქულიანი სტყორცნა და 8 გამოიყენა. 16 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა მათე ხატიაშვილს, ხოლო გიორგი ჭირაქაძემ 8 ქულა, 16 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა.
საქართველოს ნაკრები სამი ტურის შემდეგ ექვსგუნდიან ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 29 ივლისს უკრაინასთან გამართავს.