18-წლამდე გოგონათა ნაკრები C დივიზიონის ჩემპიონია – სალომე სვანი ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს #1TVSPORT

22:27, 27.07.2025

საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრებმა C დივიზიონი მოიგო. ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შეჯიბრება მაღალ დონეზე ჩაატარა და ფინალში სომხეთის ნაკრები 63:60 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის სალომე სვანს, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო. სალომემ 15-დან 5 სამქულიანი გამოიყენა. მნიშვნელოვანი ორქულიანი ჩააგდო ნიცა საბადაშვილმა, რომელმაც საფინალო სირენამდე 51 წამით ადრე საქართველო 62:58 დააწინაურა. ამის შემდეგ სომხეთის ნაკრებმა თამაშის შემოტრიალება ვეღარ შეძლო. ნიცამ საბოლოოდ ეფექტური ორმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულა, 13 მოხსნა.

ასევე ორმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა ანა გელაშვილმა – 11 ქულა, 11 მოხსნა.

ტურნირის დასრულების შემდეგ საუკეთესო კალათბურთელად სალომე სვანი დასახელდა.

მსგავსი