18 ივლისს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატზე რომან დოლიძის დებიუტი შედგება, ორგანიზაციამ ამ დღის რამდენიმე სხვა ბრძოლაც დააანონსა
18 ივლისს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატზე რომან დოლიძის დებიუტი შედგება, ორგანიზაციამ ამ დღის რამდენიმე სხვა ბრძოლაც დააანონსა

რომან დოლიძე აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატზე (UFC) სადებიუტო ბრძოლას 18 აპრილს აბუ-დაბის საბრძოლო კუნძულზე გამართავს. ქართველი მებრძოლი რუს ხადის იბრაგიმოვს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ დოლიძეს შერეულ ორთაბრძოლებში წაგება არ აქვს. მას 6-დან 6 ბრძოლა აქვს მოგებული და საინტერესოა, რომ 5 დაპირისპირება რომანმა ნოკაუტით მოიგო. რაც შეეხება იბრაგიმოვს, შერეულ ორთაბრძოლებში მისი რეკორდი 8 მოგება და 2 წაგებაა. საგულისხმოა, რომ ორივე მარცხი რუსმა მებრძოლმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) განიცადა (და უნ იუნგი და ედ ჰერმანი).

ორგანიზაციამ უკვე დაასახელა რამდენიმე საინტერესო ბრძოლა, რომელიც 18 აპრილს დოლიძის დებიუტის დღეს შედგება. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს ერთი სატიტულო ბრძოლაც გაიმართება. ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის (flyweight) ვაკანტური ტიტულისთვის ერთმანეთს უკვე მეორედ დეივესონ ფიგუეირედო და ჯოსეფ ბენევიდესი დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ პირველი ბრძოლა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩატარდა, ფიგუეირედოს გამარჯვებით დასრულდა, თუმცა იმის გამო, რომ ბრაზილიელმა წონის ჩაბარება ვერ შეძლო, ტიტული კვლავ ვაკანტურად დარჩა. 18 ივლისის ქარდზე კიდევ რამდენიმე ბრძოლა დაანონსდა.

დეივესონ ფიგუეირედო-ჯოსეფ ბენევიდესი

რომან დოლიძე-ხადის იბრაგიმოვი

კელვინ გასტელუმი-ჯეკ ჰერმანსონი

მარკ დიაკისი-ალან პატრიკი

ასკარ ასკაროვი-ალექსანდრ პანტოია