18 ივლისის ქარდს, სადაც რომან დოლიძის დებიუტი შედგება, კიდევ რამდენიმე საინტერესო ბრძოლა დაემატა
18 ივლისის ქარდს, სადაც რომან დოლიძის დებიუტი შედგება, კიდევ რამდენიმე საინტერესო ბრძოლა დაემატა

როგორც ცნობილია, ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე, რომელსაც შერეულ ორთაბრძოლებში მარცხი არ განუცდია (6-0) UFC-ის ოქტაგონზე სადებიუტო ბრძოლას 18 ივლისს აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე გამართავს. დოლიძის მეტოქე ხადის იბრაგიმოვი იქნება. ორგანიზაციამ ამ დღეს გასამართი რამდენიმე საინტერესო ბრძოლა უკვე დაანონსა. დღეს კი ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ღონისძიებას კიდევ ორი ბრძოლა დაემატა.

მსუბუქ წონით დივიზიონში (lightweight) დევი რამოსი (10-3, UFC 4-2) არმან ცარუკიანის (14-2, UFC 1-1) წინააღმდეგ იბრძოლებს. თავდაპირველად, აღნიშნული დაპირისპირება 11 აპრილს, პორტლენდში იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გეგმები შეიცვალა.

რამოსმა, რომელიც გრეპლინგში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელია, უკანასკნელი ბრძოლა ისლამ მახაჩევთან მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით წააგო. დაღესტნელთან მარცხამდე რამოსს ზედიზედ ოთხი ბრძოლა ჰქონდა მოგებული.

რაც შეეხება არმან ცარუკიანს, სომეხმა სპორტსმენმაც რამოსის მსგავსად განიცადა მარცხი ისლამ მახაჩევთან. ბოლო ბრძოლა კი ოლივიერ აუბინ მერსიერთან მოიგო.

18 აპრილის ქარდს ასევე დაემატა მძიმე წონითი კატეგორიის ბრძოლა სერგეი სპივაკსა (10-2) და კარლოს ფელიპეს (8-0) შორის.

2020 წელს სპივაკი უკვე მეორე ბრძოლას გამართავს. 25 წლის მებრძოლმა თებერვალში მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით მარცინ ტიბურასთან წააგო.

კარლოს ფელიპე UFC-ის ოქტაგონზე სადებიუტო ბრძოლას ჩაატარებს. ის ჯერჯერობით შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებელია. აღსანიშნავია, რომ მან UFC-ისთან კონტრაქტი 2017 წელს გააფორმა, თუმცა ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო აკრძალული ნივთიერების გამოყენებისთვის (სტეროიდი სტანოზოლოლი

18 ივლისის ქარდი ჯერჯერობით ასე გამოიყურება და ღონისძიების დარჩენილი ბრძოლები მოგვიანებით დაანონსდება:

რომან დოლიძე – ხადის იბრაგიმოვი

დეივესონ ფიგუეირედო – ჯოსეფ ბენევიდესი

კელვინ გასტელუმი – ჯეკ ჰერმანსონი

მარკ დიაკისი – ალან პატრიკი

ასკარ ასკაროვი – ალექსადრ პანტოია

კარლოს ფელიპე – სერგეი სპივაკი

დევი რამოსი – არმან ცარუკიანი