18 აპრილის ღონისძიების ლოკაცია ცნობილია | UFC
18 აპრილის ღონისძიების ლოკაცია ცნობილია | UFC

აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონმა ის ლოკაცია დაასახელა, სადაც 18 აპრილს UFC 249 გაიმართება. „ნიო იორკ თაიმსი“-სა (New York Times) და რამდენიმე წყაროს ცნობით ღონისძიება კალიფორნიაში, კონკრეტულად კი ლემორში მდებარე სასტუმრო „ტაჩი პალასში“ (Тachi Palace) შედგება.

წყაროს ცნობით აღნიშნულ ლოკაციაზე აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება. როგორც ცნობილია ადგილი ინდიელთა სათვისტომოს საკუთრებაშია და მასზე კალიფორნიის ათლეტური კომისიის იურისდიქცია არ ვრცელდება. თუმცა ამასთან ერთად უმაღლეს დონეზე და შესაბამისი სტანდარტებით იცავს ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმებს.

საინტერესო ფაქტია, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი რუსეთში გამგზავრებამდე სწორედ კალიფორნიაში იმყოფებოდა. მისი დარბაზი (AKA) სწორედ იქ იმყოფება. ასე რომ, დაღესტნელი ჩემპიონი ამერიკიდან რომ არ გამგზავრებულიყო, დიდი ალბათობით, 18 აპრილს ტონი ფერგიუსონისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ბრძოლას ვიხილავდით.