18 აპრილი, „უემბლი“ – ტაისონ ფიურიმ ალექსანდრ უსიკთან მესამე ბრძოლა დააანონსა #1TVSPORT

12:23, 05.07.2025

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ტაისონ ფიურიმ დააანონსა მესამე ბრძოლა უკრაინელ ალექსანდრ უსიკთან.

„2026 წლის 18 აპრილი, „უემბლის“ სტადიონი. ტრილოგია!“ – დაწერა სოციალურ ქსელში ბრიტანელმა მოკრივემ.

უფრო ადრე საუდის არაბეთის გართობის საქმეებში მთავარი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თურქი ალ ეშ-შეიხმა გამოაცხადა, რომ ფიური მას მომავალ წელს რინგზე დაბრუნებას დაპირდა.

ფიური და უსიკი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე შემთხვევაში უკრაინელმა მოკრივემ გაიმარჯვა.

მსგავსი