17 წლის პილოტს პარალიზება არ ემუქრება
17 წლის პილოტს პარალიზება არ ემუქრება

ფორმულა 3-ის 17 წლის პილოტ სოფია ფლერშს ხერხემალზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და, როგორც ექიმები აცხადებენ, სპორტსმენს პარალიზების საშიშროება არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მაკაოს გრან-პრის მიმდინარეობისას, ფლერშმა ავტომობილზე კონტროლი დაკარგა, ჰაერში აფრინდა და ჯერ ღობეს, შემდეგ კი ფოტოგრაფებისთვის განკუთვნილ შენობას მაღალ სიჩქარეზე შეეჯახა.

როგორც შეჯირბის ორგანიზატორები აცხადებენ, ფლერში სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და, საბედნიეროდ, პარალიზებასაც.

გერმანელი თინეიჯერის გუნდის წევრები იმის იმედსაც გამოთქვამენ, რომ სოფია გაზაფხულისთვის დაბრუნდება.