17-წლამდელებმა უნგრეთში ივარჯიშეს - 22 ოქტომბერს ქართველი ჭაბუკები ისლანდიას შეხვდებიან #1TVSPORT
17-წლამდელებმა უნგრეთში ივარჯიშეს - 22 ოქტომბერს ქართველი ჭაბუკები ისლანდიას შეხვდებიან #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მე-4 ჯგუფის მატჩებს 22 ოქტომბერს დაიწყებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები არიან ისლანდია, ესტონეთი და მასპინძელი უნგრეთი.

ჩვენი ნაკრები უკვე უნგრეთშია, სადაც დაბა ტელიკის „გლობალ ფუტბოლ პარკის“ საწვრთნელი კომპლექსის მოედანზე პირველი ვარჯიში უკვე გამართა.

საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებს, ჩვენი გუნდი 22 ოქტომბერს ისლანდიელ თანატოლებთან შეხვედრით დაიწყებს.

22 ოქტომბერი, 19:00

საქართველო V ისლანდია

25 ოქტომბერი, 19:00

უნგრეთი V საქართველო

28 ოქტომბერი, 19:00

ესტონეთი V საქართველო

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, უნგრეთში 21 ფეხბურთელით გაემგზავრა:

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი ბედიაშვილი (სფფ-ის აკადემია), რევაზ კურტანიძე (საბურთალო).

მცველები: საბა ხარჩილავა, აკაკი გიუნაშვილი, თენგო გობეშია (სამივე – დინამო თბილისი). ალექსანდრე ნარიმანიძე, გიორგი ტაბატაძე (ორივე – საბურთალო), გელა სადღობელაშვილი (სფფ-ის აკადემია),

ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი გაბრიელ სიგუა, ამინ კარაევი, ლუკა პარკაძე (ყველა – დინამო თბილისი), ალექსნადრე ჩიხაძე (მერანი მარტვილი), ნიკოლოზ ცეცხლაძე, ლაშა გადილია, ალეკო ბასილაძე (სამივე – სფფ-ის აკადემია), გივი ხაჩიძე (საბურთალო), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა)

თავდამსხმელები: გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა), გიორგი ფარცვანია (დინამო თბილისი).

დატოვე კომენტარი