17-წლამდელები უნგრეთში მიემგზავრებიან - ნაკრებს ორი ფეხბურთელი დააკლდა #1TVSPORT
17-წლამდელები უნგრეთში მიემგზავრებიან - ნაკრებს ორი ფეხბურთელი დააკლდა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები უნგრეთში მიემგზავრება. გიორგი ჩიტაურის გუნდი, ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს ითამაშებს.

გუნდი მე-4 ჯგუფში მოხვდა, რომლის მატჩებსაც 22-დან 28 ოქტომბრამდე უნგრეთი უმასპინძლებს. საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მეტოქეები არიან ისლანდია, ესტონეთი და მასპინძელი უნგრეთი.

გიორგი ჩიტაურის გუნდი, უნგრეთში 21 ფეხბურთელით იქნება წარმოდგენილი. ასაკობრივ ნაკრებს, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე, „დინამო თბილისის“ ნახევარმცველები – ნიკოლოზ ნინიძე და გიორგი რობაქიძე ვერ დაეხმარებიან. ნინიძე მოახლოებულ მატჩებს ტრავმის გამო გამოტოვებს, ხოლო რობაქიძეს შეკრების დაწყებამდე კორონავირუსი დაუდასტურდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი ბედიაშვილი (სფფ-ის აკადემია), რევაზ კურტანიძე (საბურთალო).

მცველები: საბა ხარჩილავა, აკაკი გიუნაშვილი, თენგო გობეშია (სამივე – დინამო თბილისი). ალექსანდრე ნარიმანიძე, გიორგი ტაბატაძე (ორივე – საბურთალო), გელა სადღობელაშვილი (სფფ-ის აკადემია),

ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი გაბრიელ სიგუა, ამინ კარაევი, ლუკა პარკაძე (ყველა – დინამო თბილისი), ალექსნადრე ჩიხაძე (მერანი მარტვილი), ნიკოლოზ ცეცხლაძე, ლაშა გადილია, ალეკო ბასილაძე (სამივე – სფფ-ის აკადემია), გივი ხაჩიძე (საბურთალო), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა)

თავდამსხმელები: გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა), გიორგი ფარცვანია (დინამო თბილისი).

 

22 ოქტომბერი, 19:00

საქართველო V ისლანდია

25 ოქტომბერი, 19:00

უნგრეთი V საქართველო

28 ოქტომბერი, 19:00

ესტონეთი V საქართველო