17-წლამდელები ხიზანიშვილმა შეკრიბა - მინსკის ტურნირზე ფოცხვერია გამოიძახეს
17-წლამდელები ხიზანიშვილმა შეკრიბა - მინსკის ტურნირზე ფოცხვერია გამოიძახეს

20-28 იანვარს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მინსკის საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენი გუნდი „ბ“ ჯგუფში ითამაშებს, სადაც პირველ მატჩს ისლანდიასთან (20 იანვარი) ჩაატარებს, შემდეგ კი ისრაელთან (22 იანვარი) და მოლდოვასთან (24 იანვარი).

ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე ამჟამად სამწვრთნელო პროლიცენზიის კურსს გადის. მის ნაცვლად კი მინსკში წასაყვანი შემადგენლობა ზურაბ ხიზანიშვილმა შეარჩია:

მეკარეები: ავთო კაპანაძე (ჩიხურა), ლუკა ხარატიშვილი (აკადემია);

მცველები: ზურაბ ერაძე, საბა ხვადაგიანი, ლაშა კვარაცხელია (სამივე – თბილისის დინამო), ზურაბ ლატარია, საბა მამაცაშვილი (ორივე – საბურთალო), ნიკა კოკაია (გაგრა), გიორგი გრიგალაშვილი (აკადემია)

ნახევარმცველები: თორნიკე მორჩილაძე, ირაკლი აზაროვი, გიორგი აბუაშვილი, ლევან ოსიყმაშვილი, ლუკა გაგნიძე (ყველა – თბილისის დინამო), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), ნიკა ტალახაძე (საბურთალო), ანდრია დევდარიანი (ტორპედო), ივანე ფოცხვერია (მეტალურგი, ზაპოროჟიე, უკრაინა);

თავდამსხმელები: დავით ზურაბიანი (დინამო თბ), ლუკა ტორონჯაძე (გაგრა).

საინტერესოა, რომ ხიზანიშვილის მიწვეულ მოთამაშეთა შორისაა ივანე ფოცხვერია – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, მიხეილ ფოცხვერიას ვაჟი, რომელიც საქართველოში ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში ვარჯიშობდა, მაგრამ უკრაინაში დაბრუნდა და ზაპოროჟიეს „მეტალურგის“ აკადემიაში თამაშობს.