17-წლამდელ გოგონათა ნაკრები განვითარების თასზე ლიეტუვასთან დამარცხდა #1TVSPORT
17-წლამდელ გოგონათა ნაკრები განვითარების თასზე ლიეტუვასთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე მეორე მატჩი გამართა და ლიეტუვის ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა – 1:2.

სალომე ხუბულურის გუნდმა კაუნასში ტურნირის მასპინძელთან შეხვედრა კარგად დაიწყო, 21-ე წუთზე ნათია ჯოჯუას გოლით დაწინაურდა და პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

საქართველოს ნაკრები გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ 90+2-ე წუთზე ანგარიში ესტელა ტამოშაუსკაიტემ გაათანაბრა, ხოლო ერთ წუთში დუბლი შეასრულა და თავის  გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ტურნირის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 7 მაისს, ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელმაც წინა ორი შეხვედრა მოიგო. მატჩი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.