17 ივნისს ვალენსიაში ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი განახლდება
17 ივნისს ვალენსიაში ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი განახლდება

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი გულშემატკივარს 6 დღეში უბრუნდება. „ლიგა ენდესას“ სეზონის დარჩენილი ნაწილი ვალენსიაში 17-დან 30 ივნისამდე ერთ ლოკაციაზე ჩატარდება. ტურნირზე მონაწილეობას ახალი ფორმატის მიხედვით მხოლოდ 12 გუნდი მიიღებს.

თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ უკვე რამდენიმე კვირაა ჩემპიონატის განახლებისთვის გამკაცრებული პროტოკოლის თანხლებით ემზადება. ვიტორიული გუნდი „ა“ ჯგუფში იასპარეზებს და პირველ მატჩს „ბილბაო ბასკეტის” წინააღმდეგ გამართავს. საინტერესოა, რომ „ა“ ჯგუფში ითამაშებს გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფეც“, ასევე „ბარსელონა“, „უნიკახა“ და „ბადალონა“. ოთხთა ფინალის საგზურს საუკეთესო ორი გუნდი მოიპოვებს.

ბექა ბურჯანაძის გრან კანარია „ბე“ ჯგუფში იასპარეზებს. მისი მეტოქეები „რეალი“, „სარაგოსა“, „ანდორა“, „ვალენსია“ და „ბურგოსი“ იქნებიან.